ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
როგორც 2030.news-ის კორესპონდენტი იუწყება, ჯონ კერის აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი დახვდნენ.
ჯონ კერის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები პრემიერ-მინისტთან, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, რის შემდეგაც მედიისთვის პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე დაგეგმილია საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა.
ქარტია თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს ეკონომიკის ვაჭრობისა და ენერგეტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, დემოკრატიისა და მმართველობის, ასევე ხალხთა შორისი კავშირებისა და კულტურის სფეროებში.
სხდომას გიორგი კვირიკაშვილი და ჯონ კერი უხელმძღვანელებენ. სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ერთდღიანია და ჯონ კერი საქართველოს ხვალ დატოვებს.