„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სოციალ-დემოკრატების ფრაქციის წევრი გახდა, რომლის წევრიცაა "ქართული ოცნება"
ამ შინაარსის პოსტი სოციალურ ქსელში გავრცელდა.
"ასეთი ტიპის ორგანაზიებში კანდიდატურის მხარდაჭერა ხდება არა ეროვნული ნიშნით, არამედ იდეოლოგიური და პარტიული აფილაციის მიხედვით და საუბარი იმაზე, რომ გიგი წერეთელი უკეთ მოახერხებდა საქართველოს ინტერესების დაცვას, სიცრუეა. გიგი წერეთელი მოახდენდა საკუთარი პარტიის ლობირებას. ამის მიხვედრა ძალიან ადვილია "ნაციონალების" მოქმედების ლოგიკაზე დაკვირვებით.
მას შემდეგ, რაც საქართველოში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველანაირი ლეგიტიმაცია დაკარგა, მათი სტრატეგიაა, საგარეო მხარდაჭერის მობილიზება უცხოელი ლობისტების და პარტნიორების მეშვეობით. ევროპის სახალხო პარტია განსაკუთრებით აქტიურობს ამ პროცესში, რომლის კანდიდატიც იყო გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე. ამ მიზნის მისაღწევად "ნაციონალებს" რუსეთის დელეგაციის მხარდაჭერაზეც არ უთქვამთ უარი, რაც კარგად აჩენს მათი პოლიტიკის უპრინციპობას, ორმაგ სტანდარტსა და მანიპულაციურობას", - წერს ფეისბუქში, სოციალური ქსელის მომხმარებელი ლევან აბაშიძე.