ილია მეორე - არის ასეთი რწმენა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ქვეყნის აღსასრულის წინ დაბრუნდება საქართველოში

ილია მეორე - არის ასეთი რწმენა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ქვეყნის აღსასრულის წინ დაბრუნდება საქართველოში

არის ასეთი რწმენა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ქვეყნის აღსასრულის წინ დაბრუნდება საქართველოში, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქის თქმით, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ზეიმობს ათონის მთაზე გაბრწყინებული წმინდა მამების დღეს, რომელთა შორის ბევრი ქართველია. კერძოდ, იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, მამა გაბრიელი, რომელმაც ღვთისმშობლის ხატი გამოიყვანა ზღვიდან, თორნიკე ერისთავი და სხვ.

„საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია. არის ასეთი რწმენა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ამ ქვეყნის აღსასრულის წინ დაბრუნდება საქართველოში. უფალმა ინებოს, მისი წყალობა იყოს საქართველოსა ზედა“, - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

მისივე თქმით, ათონის მთაზე დღესდღეობით მრავალი ქართველი ახალგაზრდა მოღვაწეობს. „შეგეწიოთ მათი ლოცვა“, - დასძინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.