NATO თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილებაზე პოზიციას აფიქსირებს

NATO თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილებაზე პოზიციას აფიქსირებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური "პირWელის" შეკითხვას პასუხობს.

კითვა შეეხებოდა თავდაცვის მინისტრის მიერ 27 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც უწყებაში სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმებას გულისხმობს.

"წერილში თქვენს მიერ წამოჭრილი კონკრეტული საკითხი ეხება საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება NATO - საქართველოს გაღრმავებულ ურთიერთობებს, ვფიქრობ, ყურადღება უნდა მიაქციოთ 8 ივნისს, NATO -ს შტაბ-ბინაში, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ჩატარებულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გენერალური მდივნის განცხადებას - საქართველოს  არსებითად შეაქვს თავისი წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში. ქართული ჯარი მხარდამხარ იდგა NATO-სთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში და განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ჩვენს ოპერაციებში.

ამჟამად, საქართველო სიდიდით მესამე კონტრიბუტორი ქვეყანაა ავღანეთში NATO-ს მხარდამჭერ მისიაში. საქართველომ ასევე განახორციელა შთამბეჭდავი რეფორმები. ასე რომ, საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა NATO-ს და ჩვენც მზად ვართ, დავეხმაროთ ქვეყანას ამის გაკეთებაში".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრ, თინა ხიდაშელის განცხადებით, სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას სტრატეგიული დოკუმენტი უდევს საფუძვლად.

მისი თქმით, პირველი, ეს არის სტრატეგიული დოკუმენტები, სადაც ცალსახად, შავით თეთრზე წერია, რომ 2017 წლიდან საქართველოს თავდაცვის უწყებაში აღარ იქნება გაწვევა.

"ეს არის დოკუმენტი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ. შესაბამისად, მთავრობასთან არათუ შეთანხმებული, მის მიერაა დადასტურებული. ასევე არსებობს პრეზიდენტის ბრძანებულება, ანალოგიური შინაარსის, რომელიც ზუსტად იგივეს აცხადებს. ეს ვალდებულება აღებული გვაქვს NATO-ს წინაშე.