„ნება მომეცით აღვნიშნო მოლაპარაკებებში ჩართული გუნდების თავდადება და მუყაითი შრომა. მომხრე ვარ განსაკუთრებული მადლიერებით დავაჯილდოვოთ ორივე დელეგაციის ხელმძღვანელი მათ მიერ გაწეული სამსახურისთვის. ვფიქრობ, შეგვიძლია მივულოცოთ საკუთარ თავებს ასეთი ყოვლისმომცველი და სრულყოფილი ხელშეკრულების ხელმოწერა“ - ასე შეაფასა საქართველოსა და FTA-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელობა ლიხტენშტეინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და კულტურის მინისტრმა.
აურელია ფრიკის განცხადებით, მოლაპარაკებების მოკლე დროში დასრულება ერთიანი ძალისხმევისა და კონსტრუქციული დამოკიდებულების შედეგად გახდა შესაძლებელი.
„თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება კიდევ უფრო გააღრმავებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ისედაც ახლო ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს საქართველოსა და ლიხტენშტეინს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. გასულ წელს ჩვენ მოვახერხეთ ხელი მოგვეწერა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებისთვის, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება უფრო მჭიდრო ურთიერთობების გასავითარებლად“ - აღნიშნა ლიხტენშტეინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და კულტურის მინისტრმა.
ლიხტენშტეინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და კულტურის მინისტრის, აურელია ფრიკის სიტყვა ქართულ მხარესთან შეხვედრაზე
„ნება მომეცით აღვნიშნო მოლაპარაკებებში ჩართული გუნდების თავდადება და მუყაითი შრომა. ერთიანი ძალისხმევისა და კონსტრუქციული დამოკიდებულების შედეგად, შესაძლებელი გახდა მოლაპარაკებების მოკლე დროში დასრულება.
მომხრე ვარ განსაკუთრებული მადლიერებით დავაჯილდოვოთ ორივე დელეგაციის ხელმძღვანელი მათ მიერ გაწეული სამსახურისთვის. ვფიქრობ, შეგვიძლია მივულოცოთ საკუთარ თავებს ასეთი ყოვლისმომცველი და სრულყოფილი ხელშეკრულების ხელმოწერა.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება კიდევ უფრო გააღრმავებს და გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ისედაც ახლო ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს საქართველოსა და ლიხტენშტეინს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. გასულ წელს ჩვენ მოვახერხეთ ხელი მოგვეწერა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებისთვის. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც დღეს ვაწერთ ხელს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება უფრო მჭიდრო ურთიერთობების გასავითარებლად.
გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გვსტუმრობდა და მოხარული ვარ, რომ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ.“