ალასანია აცხადებს, რომ მან 2013 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ხიდაშელი დღეს საუბრობს

ალასანია აცხადებს, რომ მან 2013 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ხიდაშელი დღეს საუბრობს

"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, სწორია.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მისაღები იყო, რომელიც ჯერ კიდევ მისი თავდაცვის მინისტრობის დროს იქნა მიღებული.

"გადაწყვეტილება, რომ საქართველო სრულად უნდა გადავიდეს პროფესიულ არმიაზე, არის სწორი. ეს გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ 2013 წელს, ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს, ჩვენ მივიღეთ, მაგრამ ამას სჭირდებოდა მომზადება, ამას სჭირდებოდა ხელისუფლების მხრიდან საფინანასო მხარდაჭერა და ამას სჭირდებოდა შეთანხმებული მუშაობა პარლამენტთან", - განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე თავდაცვის სამინისტრო საკუთარ უწყებაში სავალდებულო სამხედრო გაწვევას აუქმებს.