22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მკვიდრია.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი ერთ-ერთი საბრძოლო შეტაკების დროს გარდაიცვალა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, მათე ქავთარაშვილის განცხადებით, ბორჩაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ხეობაში დღეს დილით გავრცელდა, თუმცა, მისთვის უცნობია, დადასტურდა თუ არა აღნიშნული ინფორმაცია.
ბორჩაშვილი თელავის უნივერსიტეტში სწავლობდა. ადგილობრივებისთვის ცნობილია, რომ იგი თურქეთში სამუშაოდ წავიდა.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობიდან სირიაში წასული 20-მდე ახალგაზრდა გარდაიცვალა.