დავით უსუფაშვილი ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის მიღების ვერ მოსწრებას ”ქართულ ოცნების” ჩამოუყალიბებლობით ხსნის

დავით უსუფაშვილი ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის მიღების ვერ მოსწრებას ”ქართულ ოცნების” ჩამოუყალიბებლობით ხსნის

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის მიღების ვერ მოსწრებას სხდომებზე მთავრობის მომხსენებლის დაუსწრებლობით და პარტია ”ქართულ ოცნების” ჩამოუყალიბებლობით ხსნის.

როგორც პარლამენტის თავმჯომარემ აღნიშნა, პარლამენტი ძალიან მონდომებული მუშაობდა ამ კანონპროექტზე.

”ჩვენ კანონპროექტის განხილვა ვერ მოვახერხეთ ხან მომხსენებლის ვერ მოსვლის გამო. მომხსენებლი იყო მთავრობის წარმომადგენელი, რადგან მთავრობის ინიციატივა იყო. ხანაც იმის გამო, რომ უმრავლესობაში იყო გარკვეული კითხვები, რომელზეც ვერ შეჯერდნენ პარტია ”ქართულ ოცნებაში”. მე არ მგონია, რომ ეს პროცესები ერთმანეთისგან იზოლირებული იყო. მომხსენებლის არ და ვერ მოსვლა და პარტია ”ქართულ ოცნებაში” რაღაც ჩამოუყალიბებლობა - არ მგონია ერთმანეთისგან იზოლირებული პროცესები იყო. მე ეს განვაცხადე პარლამენტში, ახლაც ვიმეორებ, ძალიან სამწუხაროა, რომ ის საკითხი, რომელზეც უამრავმა ადამიანმა და პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტრომ უმრავი დრო და ენერგია დახარჯა, ბოლო მომენტში ბოლომდე ვერ მიოვიდა“, - განუცხადა უსუფაშვილმა ტელეკომპანია ”იმედს”.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი ბოლო პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე არ დამდგარა. საპარლამენტო ფრაქცია ”ქართულმა ოცნებამ” “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიღების სექტემბრამდე გადატანა ითხოვა. აღნიშნული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს ორი მოსმენით აქვს დამტკიცებული.