მინდა გრიგორი კარასინს იმედი გავუცრუო - კოლექტიური ირმა ინაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში არ მოვა

მინდა გრიგორი კარასინს იმედი გავუცრუო - კოლექტიური ირმა ინაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში არ მოვა

მინდა გრიგორი კარასინს იმედი გავუცრუო - კოლექტიური ირმა ინაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში არ მოვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, “ამ მხრივ არანაირი სენსაცია მოსალოდნელი არ არის და კარასინს შეუძლია მართლა მშვიდად იყოს”.

“გრიგორი კარასინის განცხადება მთლად კორექტული არ არის, რადგან ის უცხო ქვეყანას წარმოადგენს და ჩვენ ერთმანეთის არჩევნებში არ ვერევით ხოლმე. რა მნიშვნელობა აქვს, რას ფიქრობს კარასინი 8 ოქტომბრის არჩევნეზე, მაგრამ ის რომ რუსეთი მშვიდად არის და არ აღელვებს არჩევნების შედეგები, იმაზე მიუთითებს, რომ მათ ევროპაში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს და ალბათ ფიქრობენ, რომ განავითარებენ სხვა მიმართულებითაც. დიახ, Brexit რუსეთის ერთ-ერთი წარმატება იყო, თუმცა მხოლოდ რუსეთის ნამუშევარი არ არის“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ისაუბრა.

“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო იქნება სტაბილური ქვეყანა. 8 ოქტომბერი ჩვენთვის საინტერესო დღეა. იმედი მაქვს, რომ უფრო ნაკლებად სენსაციური იქნება, ვიდრე ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგი ევროკავშირიდან გასვლის შესახებ. არჩევნები ყოველთვის საინტერესოა. რუსეთისთვის სიურპრიზები ძნელი წარმოსადგენია. ჩვენ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ, მაგრამ მაინც ვიმედოვნებთ, რომ სტაბილური, კონსტრუქციული განვითარება ქვეყნისთვის დამახასიათებელი იქნება არჩევნების შემდგომ პერიოდშიც. გვიყვარს ქართველი ხალხი. იმედი გვაქვს, როდესმე შევძლებთ ამ სიტყვის ფართო გაგებით განვავითაროთ ურთიერთობები ყველა მიმართულებით", - განაცხადა კარასინმა.