შევეცდები დავარწმუნო კოლეგები, რომ ამ ვითარებაში საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია კიდევ უფრო საშური საქმე გახდა

შევეცდები დავარწმუნო კოლეგები, რომ ამ ვითარებაში საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია კიდევ უფრო საშური საქმე გახდა

შევეცდები დავარწმუნო ჩემი კოლეგები, რომ ამ ვითარებაში საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია კიდევ უფრო საშური საქმე გახდა, - ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია ”იმედს” განუცხადა.

მისივე თქმით, ევროპის პრესტიჟის საქმეა ევროსკეპტიკოსებს ნათლად დაანახოს, რომ ცალკეულ ქვეყნებში ცალკეული გადაწყვეტილებები ვერ შეცვლის ევროპის განვითარების ძირითად კურსს.

”ამ ევროპის განვითარების ძირითად კურსში ეწერება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდში რა თქმა უნდა სხვა საკითხებმა გადაფარა ბევრი თემა, მათ შორის საქართველოსი, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს საკითხი მოიხსნება დღის წესრიგიდან.

დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიების ლიდერები, მათ შორის ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა, ამ მიდგომას მხარს დაუჭერს. პირადად ჩემი მოწვევაც ამ ღონისძიებაზე იმით არის განპირობებული, რომ ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიები სწორედ ასე უყურებენ ამ საკითხს”, - განაცხადა უსუფაშვილმა.