ვარშავის სამიტიდან ჩვენ წამოვალთ ისე, რომ მომავალში შევძლოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სერიოზულად განმტკიცება

ვარშავის სამიტიდან ჩვენ წამოვალთ ისე, რომ მომავალში შევძლოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სერიოზულად განმტკიცება

ვარშავის სამიტიდან ჩვენ წამოვალთ ისე, რომ მომავალში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სერიოზულად განმტკიცებას შევძლებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2014 წლის უელსის სამიტიდან წამოღებულ პაკეტში სერიოზული შინაარსი იყო ჩადებული და ორი წლის განმავლობაში საქართველომ შეძლო ამ შინაარსისთვის ხორცი შეესხა.

საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა სწორედ ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში გაიხსნა.

„2016 წელს ვარშავიდანაც ჩვენ წამოვალთ ისე, რომ მომავალშიც შევძლოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სერიოზულად გაღრმავებაც და განმტკიცებაც“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.