საქართველომ და უკრაინამ მოსკოვში მიმდინარე BSEC-ის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობაზე უარი თქვეს

საქართველომ და უკრაინამ მოსკოვში მიმდინარე BSEC-ის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობაზე უარი თქვეს

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, სერგეი ნარიშკინის განცხადებით, საქართველომ და უკრაინამ მოსკოვში მიმდინარე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

სერგეი ნარიშკინის მტკიცებით, ქართველ და უკრაინელ დელეგატებს, მათივე ქვეყნებში არ მისცეს უფლება რუსეთში ჩასულიყვნენ.

მისი ინფორმაციით, რუსეთმა, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანამ, საქართველოსა და უკრაინას ასამბლეაში მონაწილეობის თაობაზე მოწვევა გაუგზავნა.

შავი ზღვის ეკონომიკური თანნამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა მოსკოვში 30 ივნისამდე გაგრძელდება და მასში რუსეთის გარდა, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ალბანეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, მოლდოვას, რუმინეთისა და სერბეთის დელეგაციები მონაწილეობენ.