რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვმა ჯაშუშობისთვის გასამართლებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლა

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვმა ჯაშუშობისთვის გასამართლებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლა

რუსეთმა ჯაშუშობისთვის გასამართლებული საქართველოს მეშვიდე მოქალაქე გაათავისუფლა. ის სამშობლოში სავარაუდოდ, დღეს დაბრუნდება.

ამის შესახებ რუსულ გამოცემა „Взгляд“-ს საქართველოს მთავრობაში ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 2014 წელს რუსეთმა საქართველოს ჯაშუშობისთვის ბრალდებული 3 მოქალაქე, წელს კი კიდევ 4 გადასცა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრაღაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემეირ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი რამდენიმე პატიმრის ორმხრივ გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ.