არ არის გამორიცხული, სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, თავდაცვის მინისტრთან ერთად შეიცვალოს

არ არის გამორიცხული, სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, თავდაცვის მინისტრთან ერთად შეიცვალოს

არ არის გამორიცხული, შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, თავდაცვის მინისტრთან ერთად შეიცვალოს, - ასეთ ვარაუდს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გამოთქვამს.

მისი თქმით, გააზრებული პოლიტიკის ერთ-ერთი ეტაპი ჯარის პროფესიონალიზაციას გულისხმობს.

“საჭიროა ტრენინგისა და განათლების გზით ოფიცერთა კორპუსის გაძლიერება. რაც მთავარია, ჯარის სრული დეპოლიტიზაცია. ჯარი უნდა იყოს სრულად პროფესიონალური, რომელიც არ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ ცვლილებებსა და პარტიულ პოლიტიკაზე. მნიშვნელოვანია გაწვევის გაუქმება, თუმცა შთაბეჭდილება მრჩება, რომ სამ-ოთხ კვირაში შეიძლება ყველაფერი ძველ სტატუს-კვოს დაუბრუნდეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს თორნიკე შარაშენიძემ.

თავდაცვის მინისტრმა საკუთარი ბრძანებით, შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევა შეაჩერა.