ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში დაფიქსირდა

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში დაფიქსირდა

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული მიზეზების გამო ყოველწლიურად მსოფლიო მასშტაბით 6,5 მილიონი ადამიანი იღუპება.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ახალი ანგარიშის თანახმად, შესაბამისი ზომების მიღების გარეშე 2040 წლისთვის სიკვდილიანობის დონე ერთი მილიონით გაიზრდება.

ამავე ანგარიშში მოყვანილია ცხრილი, სადაც ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი საქართველოში დაფიქსირდა.

მეორე ადგილს ბულგარეთი იკავებს, მესამეს - ჩინეთი. შემდეგ მოდიან - ინდოეთი, უნგრეთი, ჩადი, რუსეთი, ნიგერია, პაკისტანი, ინდონეზია, პოლონეთი, ჩეხეთი, ეგვიპტე.