ევროკავშირის ახალ გლობალურ სტრატეგიაში, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირის სამომავლო პოლიტიკას უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, რუსეთი მოხსენიებულია როგორც „საკვანძო სტრატეგიული გამოწვევა“.
ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ უკრაინული ბიურო იტყობინება.
დოკუმენტი, რომლის განხილვაც დღეს ევროკავშირის სამიტზე იგეგმება, ევროკავშირის დიპლომატიურმა კორპუსმა შეიმუშავა.
32-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას, თუმცა დოკუმენტში არ არის საუბარი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე.