“თავისუფალი დემოკრატები” კამპანიას „თავისუფლება ჯარისკაცებს” იწყებს

“თავისუფალი დემოკრატები” კამპანიას „თავისუფლება ჯარისკაცებს” იწყებს

„თავისუფლება ჯარისკაცებს” - ამ ლოზუნგით პარტია “თავისუფალი დემოკრატები” დღეს სახალხო კამპანიას იწყებს. როგორც “ინტრპრესნიუსს” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, კამპანიის ფარგლებში ე.წ კაბელების საქმეზე დაკავებული პირების გასათავისუფლებლად ხელმოწერები შეგროვდება.

„ირაკლი ალასანია, პარტიის სხვა ლიდერებთან, ერთად ერთვება ხელმოწერების შეგროვების კამპანიაში, რომელიც ეხება ქალაქის ყველა უბნის, ყველა ქუჩის მკვიდრს, რათა ხელი მოაწეროს ჯარისკაცების თავისუფლების აქტს და თავისი წვლილი შეიტანოს სამხედროების გათავისუფლებაში. ,,სახალხო კამპანია“ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე დააანონსა. ,,თავისუფალ დემოკრატებს“ გვჯერა, რომ ჩვენს მიერ წამოწყებულ ,,სახალხო კამპანიას“ სრულიად საქართველოს მოსახლეობა შეუერთდება და ეს ბრძოლა უკანონოდ დაპატიმრებული ჯარისკაცების ციხიდან დასახსნელად აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.