გიორგი მარგველაშვილი - სასამართლო საერთოდ გავაუქმოთ და პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ხოლმე ვის აქვს მისჯილი სამართლიანად და ვის არა?!

გიორგი მარგველაშვილი - სასამართლო საერთოდ გავაუქმოთ და პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ხოლმე ვის აქვს მისჯილი სამართლიანად და ვის არა?!

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხის განხილვამდე, აღნიშნულმა საქმემ სასამართლოს ყველა ინსტანცია უნდა მოიაროს. 

როგორც პრეზიდენტმა ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში, გადაცემა ”ბარიერში” განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ არსებობს კითხვები, მისთვის ზურგის შექცევა დაუშვებელია. 

”არსებობს კითხვები სასამართლოსთან მიმართებაში, მაგრამ რა არის პასუხი ამ კითხვებზე?! ქართული სასამართლო საერთოდ გავაუქმოთ და პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ხოლმე ვის აქვს მისჯილი სამართლიანად და ვის არა?! თუ არსებობს სასამართლოსთან მიმართებაში კითხვები, პოლიტიკოსებმა უნდა შევეცადოთ და სისტემის რეფორმირებით, უკეთესი მოსამართლეების მეშვეობით ეს სისტემა გავაჯანსაღოთ. სასამართლოზე ზურგის შექცევა სახელმწიფოებრიობაზე ზურგის შექცევას ნიშნავს. ბუნებრივია, მე ყველა მსჯავრდებულის შეწყალების საქმეს განვიხილავ, მაგრამ კონტექსტი უნდა დავინახოთ. მე ნათლად ვთქვი, რომ ამ საქმემ უნდა გაიაროს ყველა ინსტანციის სასამართლო და მერე შიეძლება შეწყალებაზე მსჯელობა”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.