"გამოვუხატავ მხარდაჭერას არჩევნებს და არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას"

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას არ აპირებს.

"ბუნებრივია, არავის გამოვუხატავ სიმპათიას. გამოვუხატავ მხარდაჭერას არჩევნებს, და არა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. ის უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ თუ ჩვენ არ მივდივართ არჩევნებზე, ამით პოლიტიკოსებს არ ვაზარალებთ. მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტი რომ მივიდეს არჩევნებზე, მაინც იქნება არჩეული პარლამენტი და მაინც იქნება ფორმირებული მთავრობა", - განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" გადაცემა "ბარიერში" სტუმრობისას.