თურქეთის პრემიერი:   რუსეთთან მშვენიერი ცვლილებები ხდება

თურქეთის პრემიერი: რუსეთთან მშვენიერი ცვლილებები ხდება

რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობებში „მშვენიერი ცვლილებები“ ხდება. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა.

„თურქ და რუს ხალხს სურს, რომ ეს კრიზისი შეწყდეს და მიაჩნიათ, რომ ეს უაზრობაა. ჩვენი ვალია, ხალხის სურვილს შევესაბამებოდეთ“, - აღნიშნა თურქეთის მთავრობის მეთაურმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას გასულ წელს ჩამოგდებული სამხედრო თვითმფრინავის გამო ბოდიშის წერილი გაუგზავნა. 1-ელ ივლისს კი რუსეთში, სოჭში ჩასვლას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გეგმავს.