მუდმივად იზრდება რუსების რიცხვი, რომლებიც საქართველოში ტურისტებად ჩადიან

მუდმივად იზრდება რუსების რიცხვი, რომლებიც საქართველოში ტურისტებად ჩადიან

რუსეთ-საქართველოს დიალოგში ჰუმანიტარული შემადგენელი ჭარბობს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან დღევანდელი შეხვედრის მორიგ რაუნდზე, რომელიც პრაღაში გაიმართა.

„ჩვენს შორის დიალოგში ჰუმანიტარული შემადგენელი ჭარბობს. ამას ადასტურებს კონკრეტული ციფრებიც. მაგალითად, მუდმივად იზრდება რუსების რიცხვი, რომლებიც საქართველოში ტურისტებად ჩადიან. წელს მათმა რიცხვმა შესაძლოა, მილიონს მიაღწიოს. ბოლო წლის განმავლობაში, დაახლოებით, 90 %-ით გაიზარდა ორივე მხარეს შორის ავიამიმოსვლა. გარდა ამისა, დღეს განვიხილეთ ცალკეული მოქალაქეების არც თუ ცოტა მიმართვა, რომლებიც მათ ინტერესებს ეხება როგორც საქართველოში, ისე რუსეთში“, - განაცხადა კარასინმა.

ლავროვის მოადგილის განცხადებით, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთი მეორე ადგილზე გავიდა. მისი თქმით, მხოლოდ მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობამ 17 % შეადგინა. იზრდება საავტომობილო მიმოსვლა. მისი ინფორმაციით, ორივე ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატები შეთანხმდნენ, რომ ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდეს საქმიანი ფორუმი, რომელიც ალბათ, იმპულსს მისცემს ახალ კონტაქტებს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში.