პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება, დარჩება თუ არა თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ვარშავის სამიტის შემდეგ, მიღებული არ არის.
როგორც კვირიკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, „ეს საკითხი მოგვიანებით გახდება ცნობილი“.
„საბოლოო გადაწყვეტილება, ვარშავის სამიტის შემდეგ, თავდაცვის მინისტრის პოსტზე დარჩენა-არდარჩენის თაობაზე მიღებული არ არის და ეს საკითხი მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
როგორც ცნობილია, ირაკლი სესიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ თინა ხიდაშელს თანამდებობაზე ყოფნის ორი კვირა დარჩა, რის კონტექსტშიც მან სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შეჩერების თაობაზე ხიდაშელის გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა.