ვიქტორია ნულანდი კიევსა და მოსკოვს ეწვევა

ვიქტორია ნულანდი კიევსა და მოსკოვს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი კიევსა და მოსკოვს ვიზიტით ეწვევა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიქტორია ნულანდი კიევში დღეს ჩავა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. მოლაპარაკებების მთავარი საკითხებია უკრაინის აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია, მინსკის შეთანხმებების რეალიზაცია და ამერიკულ-უკრაინული ურთირთობები.

კიევში ვიზიტის შემდეგ ვიქტორია ნულანდი მოსკოვს ეწვევა. ვიზიტის მთავარი თემა უკრაინის აღმოსავლეთში არსებული ვითარება იქნება.