ძალიან დიდი სიფრთხილე და სერიოზული მუშაობა გვმართებს

ძალიან დიდი სიფრთხილე და სერიოზული მუშაობა გვმართებს

განათლების და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საჯარო სკოლებში რელიგიის სწავლებამ არავის დისკრიმინაცია არ უნდა გამოიწვიოს.

ჯეჯელავას თქმით, აღნიშნული თემის განხილვაში აქტიურად არის ჩართული საზოგადოება.

"ჩვენ ამის სწავლება უნდა მოვახერხოთ იმის გარანტიებით, რომ ეს არ გამოიწვევს არანაირ დისკრიმინაციას და დაჩაგრულ მდგომარეობაში არავინ აღმოჩნდება. ვფიქრობ, ძალიან დიდი სიფრთხილე და სერიოზული მუშაობა გვმართებს. ახლახანს, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დავამტკიცეთ და იყო ფართო განხილვები",–განაცხადა ჯეჯელავამ.