"პირობა მივეცი ჩემს თავს, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა რეგიონში სანიმუშო გახდება"

განათლების და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მან საკუთარ თავს და გუნდს პირობა მისცა, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა რეგიონში მისაბაძი იქნება.

ჯეჯელავამ "იმედის" ეთერში იმედი გამოთქვა, რომ ქართული უნივერსიტეტებით უცხოელი სტუდენტებიც მეტად დაინტერესდებიან.

"მე პირობა მივეცი ჩემს თავსაც და გუნდსაც რომ ამ ქვეყანაში უმაღლესი განათლების სისტემას გავხდით რეგიონში სანიმუშოს. იმედი მაქვს, არამარტო ქართველი სტუდენტები იამაყებენ თავისი უნივერსიტეტებით და რეალობით, არამედ უცხოელი სტუდენტებიც აირჩევენ მას სასწავლებლად",–განაცხადა ჯეჯელავამ.