რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობა მსოფლიოში, რომელიც ეკონომიკურ გაურკვევლობასთან არის დაკავშირებული, შესაძლოა, გაიზარდოს და ხელოვნურად იქნას პროვოცირებული.
"ეკონომიკური გაურკვევლობა და ასევე, ეკონომიკური ზრდის ძველი წყაროების ამოწურვა, გარკვეულწილად უკავშირდება არსებულ გეოპოლიტიკურ დაძაბულობას. არსებობს რისკი, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობა მსოფლიოში გაიზარდოს და ხელოვნურად იქნას პროვოცირებული", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე.