"თავისუფლება ჯარისკაცებს", "არ მიგატოვებთ", - ამ სლოგანებით სააპელაციო სასამართლოსთან "თავისუფალი დემოკრატები" მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ.
მათ სააპელაციო სასამართლოში გუშინ უკვე შეიტანეს სარჩელი ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით.
პარალელურად "თავისუფალი დემოკრატები" იწყებენ ხელმწორების შეგროვებას, რათა პრეზიდენტს მსჯავრდებულების შეწყალებისს მოთხოვნით მიმართონ.
ე.წ. კებელების საქემზე თავდაცვის სამინისტრო ხუთი თანამშრომელია დაკავებული. ისინი გირაოთი იყვნენ გათავისუფლებული, თუმცა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.