რუსეთი ამჟამად მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს

რუსეთი ამჟამად მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს

რუსეთი ამჟამად მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, - როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ასეთი განცხადება პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაცერევიჩმა გააკეთა.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში არც ერთ ქვეყანას არ დაურღვევია მსოფლიო წესრიგი ისე, როგორც რუსეთს, რომელიც ჯერ საქართველოს დაესხა თავს, შემდეგ კი უკრაინას, მოახდინა დამოუკიდებელი სახელმწიფო ტერიტორიის ოკუპირება და ღიად განაცხადა, რომ მისთვის ამ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მიუღებელია“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

როგორც გუშინ, ბრიუსელში გამართულ ნატო-ს მინისტერიალზე გახდა ცნობილი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი პოლონეთში საკუთარი ძალების რაოდენობას გაზრდის.