თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქში, გვიან ღამით მოსულ წვიმას არსებითი შეფერხება არ გამოუწვევია.
თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უხვი ნალექის შედეგად, მხოლოდ რამდენიმე ქუჩაზე დაგუბდა წყალი, თუმცა ამას რაიმე სერიოზული პრობლემა და ზარალი არ მოუტანია.
ამასთან, მერის ინფორმაციით, წვიმის შედეგად, გუშინ მცირე მეწყერი ჩამოწვა ახალდაბის გზაზე, მის გასაწმენდად კი, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.