ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შეფასებით, ახალ გახსნილი "თბილისის ზღვის ჰოსპიტალი" რამდენიმე ფაქტორითაა გამორჩეული, რაც მას უნიკალურს ხდის.
სერგეენკოს განცხადებით, კლინიკაში იფუნქციონირებს, როგორც გადაუდებელი, ასევე გეგმიური პროფილი.
"პირველი ფაქტორია ის, რომ გეოგრაფიულად, თბილისის ამ რაიონში არ იყო სამედიცინო დაწესებულება და მნიშვნელოვანად გაიზრდება პაციენტებისთვის მიწდომადობა, მით უმეტეს სასწრაფო დახმარების ფილიალიც აქვე გაიხსნა.
კლინიკას აქვს რამოდენიმე პროფილი - გადაუდებელი და გეგმიური; მეორე - ეს არის ჩინური ინვესტიციის მონაწილეობით შექმნილი დაწესებულება, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს - მას აქვს გაფართოების პერსპექტივა 100-დან 400 საწოლზე.
ეს ახალი პროექტის - აბრეშუმის გზის, აბრეშუმის სარტლის პროექტისთვის ერთ-ერთი საყრდენი იქნება; მესამე - ჰოსპიტალი არის რაციონალურად შექმნილი სამედიცინო დაწესებულება, სადაც არაფერი ზედემეტი არ არის, მაგრამ ამავე დროს, არაფერი არ აკლია",-აღნიშნა ჯანდაცვის მინიტრმა.
ცნობისთვის, დღეს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე "თბილისის ზღვის ჰოსპიტალი" გაიხსნა, რომელშიც 400 ადამიანი დასაქმდა.