ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ფარული კადრების გავრცელება სამუდამოდ ამოიძირკვოს.
მინისტრის განმარტებით, მისთვის, როგორც პიროვნულად, ასევე, როგორც მთავრობის წევრისთვის, მიუღებელია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელება.
"პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება ამაზრზენი და მიუღებელია, როგორც პიროვნულად, ასევე, როგორც მთავრობის წარმომადგენლისთვისაც. მჯერა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ამაზრზენი პროცესი სამუდამოდ ამოიძირკვოს", - აღნიშნა სერგეენკომ.