ვიზალიბერალიზაციის მიღება პოლიტიკური კონსულტაციების საკითხია

ვიზალიბერალიზაციის მიღება პოლიტიკური კონსულტაციების საკითხია

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის მიღება პოლიტიკური კონსულტაციების საკითხია.

მინისტრის განმარტებით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საქართველომ და მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტრომ, ყველა ვალდებულება შეასრულა, რაც მას დაკისრებული ჰქონდა.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უკლებლივ ყველა ვალდებულება შესრულებულია. დანარჩენი პროცესი არის პოლიტიკური კონსულტაციების საკითხი და იმედი მაქვს, რომ ის მალე დადებითად გადაწყდება", - აღნიშნა სერგეენკომ.