"სტრასბურგის მინიშნებას ყველა ყურადღებით მოეკიდება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით ვინ იყო მერაბიშვილი?!"

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანოები უპასუხებენ.

ივანიშვილმა აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"სტრასბურგის სასამართლოს მინიშნებას ყველა ყურადღებით მოეკიდება, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით ვინ იყო მერაბიშვილი, ეს ხომ ყველამ ვიცით. სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი ორგანოები უპასუხებენ",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა.