ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი მთავრობის შემადგენლობაში არჩევნებამდე ცვლილებებს არ ელოდება.
აღნიშნულის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა განათლების ახალ მინისტრზეც ისაუბრა.
"მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას შეუძლია ქვეყნის წინსვლა“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილს არასწორად მიაჩნია მოსაზრება, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრი მთავრობაში მხოლოდ 4 თვით მიიყვანა.