"განათლების მინისტრთან დაკავშირებით, კვირიკაშვილს გრძელვადიანი გეგმები აქვს"

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს არ ჰგონია, რომ არჩევნებამდე სამთავრობო ცვლილებები კიდევ განხორციელდება.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ივანიშვილმა აღნიშნა, რომ განათლების მინისტრის ცვლილებით, პრემიერ-მინისტრმა განათლების სისტემის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"ძველ მინისტრთან მკვეთრი კითხვები არ იყო. განათლების მინისტრის შეცვლით, კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა განათლების სისტემის მნიშვნელობას. განათლებას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. ახლა გახდა შესაძლებლობა იმისა, რომ ბიუჯეტის ზრდის შემთხვევაში, პრიორიტეტი გახდეს განათლება. სასწაულს ვერ გააკეთებს ახალი მინისტრი, მაგრამ ცდილობს, რომ ეს ოთხი თვეც არ დაიკარგოს. მე არ მგონია, რომ კვირიკაშვილმა ის ოთხი თვით მოიყვანა. განათლების მინისტრთან დაკავშირებით, კვირიკაშვილს უფრო გრძელვადიანი გეგმები აქვს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.