ივანიშვილი მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომლის არსებობის შემთხვევაში, ის

ივანიშვილი მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომლის არსებობის შემთხვევაში, ის "ოცნებას მხარს აღარ დაუჭერს

ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის "ქართული ოცნების" შტაბში არ დადის და პარტიის შეკრებებს თვეში ერთხელ ესწრება.

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ივანიშვილმა აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" ის მხარს იმის გამო უჭერს, რომ პარტია სწორი გზით მიდის.

"შტაბში მე არ დავდივარ. თვეში ერთხელ, შეიძლება, რაღაც შეკრებას დავესწრო. პარტიაში პროცესები ჩემს გარეშე მიდის. სურვილი მაქვს, ამ პარტიას მხარი დავუჭიროთ არა იმიტომ, რომ მე დავაფუძნე, არამედ იმიტომ, რომ ეს პარტია არის ევროპული მიზნების და ის სწორი გზით მიდის. თუ დავინახავ, რომ მათი ღირებულები შეიცვლება, მხარს დავუჭერ მათ, ვიც ჩემს ღირებულებებთან ახლოს იქნება. ამ გუნდში არის ბევრი ის ადამიანი, რომელიც იზიარებს იმ კურსს, რაც ჩვენ დავამკვიდრეთ. მე ვფიქრობ, რომ დღეს არავითარი ალტერნატივა არ გააჩნია "ქართულ ოცნებას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.