ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მას ოფშორულ ზონებთან შეხება ადრეც ჰქონია და ახლაც აქვს.
ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ კითხვები იმ პოლიტიკოსების მიმართ არის, ვინც საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობისას იშოვა ფული.
"ზოგადად ოფშორულ ზონებს რაც შეეხება მაქვს და მქონდა კომპანიები, მაგრამ ვერავის ნახავთ - ვერც ერთ ბიზნესმენს, ვისაც ოფშორულ ზონაში არ ჰქონდეს კომპანია. ის ძალიან მოქნილია და ბევ რამეში გეხმარება.
კითხვები არის იმ პოლიტიკოსების მიმართ, ვინც საქართველოში პოლიტიკური მოღვაწეობისას იშოვა ფული, მანამდე რომ არაფერი გააჩნდათ, ისინი არიან სახიფათონი",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მისთვის "პანამა ფეიფერსი" "ბოლო ჭეშმარიტება" არ არის.
"ტექნოპარკის" შენობაში იმართება ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია ადგილობრივი და საერთაშორისო ბეჭდური მედიისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებისთვის.