შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი უკანონო პატიმარია.
კახიძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა, ამიტომ ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
"მინდა ვანო მერაბიშვილის ყველა გულშემატკივარს მივულოცო ეს გადაწყვეტილება, ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. დადგინდა კონვენციის მე-18 მუხლის დადგენა. ეს არის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც ამგვარი რამ დგინდება ასიათასობით საქმიდან. ვანო მერაბიშვილის არის მესამე პოლიტიკოსი, რომელზეც მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა. ევროპის სასამართლოს ყველა მოსამართლემ, ვინც განიხილავდა საქმეს დაადგინა, რომ მერაბიშვილს დაუსაბუთებლად შეეეფარდა პატიმრობა, ასევე აპელაცია დაუსაბუთებელი განჩინებით გამოვიდა. ამასთან, მას დაუსაბუთებლად გაუგრძელდა წინასწარი პატიმრობა და მისი სისხლისსამართლებრივი დევნა, პატიმრობის გაგრძელდება არ ემსახურებოდა კონვენციით გათვალისწინებულ მიზნებს. სასამართლომ გაითვალისწინა პოლიტიკური კონტექსტი და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევას თავისუფლების უფლების. გადაწყვეტილებიდან იკითხება, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია.
საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება აკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ამ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მერაბიშვილი პატიმრობიდან",-განაცხადა კახიძემ.
რუსთავი 2 - ის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამ საკითხზე ვანო მერაბიშვილის ადვოკატი საუბრობს.
ის მიღებულ გადაწყვეტილებას დიდ გამარჯვებას უწოდებს. ადვოკატის განმარტებით, ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის დაუსაბუთებლად შეეფარდა პატიმრობა