მინდა, ჩემი შესაძლებლობები ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლისთვის გამოვიყენო

მინდა, ჩემი შესაძლებლობები ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლისთვის გამოვიყენო

მე მაქვს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ვარ ამ ქვეყნის შვილი და მინდა, ქვეყანა იყოს სტაბილური, - ასე უპასუხა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, იმ პირობებში, როდესაც თავად არ მონაწილეობს არჩევნებში, რატომ იღებს დარტყმას საკუთარ თავზე.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, აქვს სურვილი, საკუთარი შესაძლებლობები ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლისთვის გამოიყენოს.

„ვფიქრობ, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აქვს შესაძლებლობა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით წაიყვანოს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.