ირაკლი ჩიქოვანი - ე.წ. გერმანული მოდელი საუკეთესო გამოსავალია

ირაკლი ჩიქოვანი - ე.წ. გერმანული მოდელი საუკეთესო გამოსავალია

ე.წ. გერმანული მოდელი საუკეთესო გამოსავალია, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. 
"გერმანული მოდელი” არის საუკეთესო გამოსავალი იმ საკონსტიტუციო ჩარჩოებში და ფარგლებში, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ვინაიდან ხელისუფლება უარზეა, რომ შეცვალოს კონსტიტუცია, რომელიც სრულიად მოსწრებადია ამ პერიოდში. რაც ეხება კანონის კონსტიტუციურობას, ეს მოდელი არ ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას. არგუმენტები, რომლითაც უმრავლესობის წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ, ვალიდურ არგუმენტებს წარმოადგენს. მათი მიზანი არის ერთადერთი, შეინარჩუნონ უმრავლესობა მაჟორიტარების ხარჯზე, ისე როგორც ამას "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.