ეკა ბესელია ”რესპუბლიკელებს” - კონსტიტუციისა და სამართლის ცოდნაზე მონოპოლია არც ერთ იურისტს არ აქვს

ეკა ბესელია ”რესპუბლიკელებს” - კონსტიტუციისა და სამართლის ცოდნაზე მონოპოლია არც ერთ იურისტს არ აქვს

კონსტიტუციისა და სამართლის ცოდნაზე მონოპოლია არც ერთ იურისტს არ აქვს, - ასე პასუხობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ”რესპუბლიკელების” განცხადებას, რომლებიც არაკონსტიტუციონალისტებს ურჩევენ კონსტიტუციასთან დაკავშირებით შეფასებებისგან თავი შეიკავონ.

ბესელიას კომიტეტმა გუშინ ე.წ. გერმანულ მოდელს მხარი არ დაუჭირა. დეპუტატის განმარტებით, ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციის იმ ნორმას ეწინააღმდეგება, რომელიც პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების განსაზღვრული მანდატების რაოდენობას მიჯნავს. ბესელიას თქმით, კონსტიტუცია განსაზღვრას შერეულ მოდელს.

„ე.წ. გერმანული მოდელი არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო. მინდა ვუთხრა მათ, ვინც ამბობს, რომ შემოთავაზებული პროექტის ავტორები არ უნდა გაკრიტიკდნენ იმის გამო, რომ ეს კანონპროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. ამას მიიჩნევენ არაპროფესიონალურ მიდგომად. ზოგადად, კონსტიტუციის ცოდნაზე და სამართლის ცოდნაზე მონოპოლია არ აქვს არც ერთ იურისტს და იურისტების კვალიფიკაციის შეფასება მხოლოდ იურისტებს შეუძლიათ და არა პოლიტიკოსებს, ამიტომ დაანებონ თავი ამ უმადურ საქმეს და ჯობია არსებით თემებზე ვიმსჯელოთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.