იენს სტოლტენბერგი - ნატო პოლონეთში მეტ სამხედრო ძალებს განალაგებს

იენს სტოლტენბერგი - ნატო პოლონეთში მეტ სამხედრო ძალებს განალაგებს

ვარშავის სამიტის შემდეგ, ნატო პოლონეთში მეტ სამხედრო ძალებს განალაგებს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტ, ანჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სამიტის შემდეგ პოლონეთში ნატო-ს ჯარების რაოდენობა გაიზრდება. ეს იქნება მკაფიო გზავნილი: თავდასხმა პოლონეთზე შეფასებული იქნება, როგორც თავდასხმა მთელ ალიანსზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ვარშავის სამიტი 8-9 ივლისს გაიმართება.