სოფელ კურდღელაურის მკვიდრი ერთდღიანი ძებნის შემდეგ სოფლის სასაფლაოსთან გარდაცვლილი იპოვეს

სოფელ კურდღელაურის მკვიდრი ერთდღიანი ძებნის შემდეგ სოფლის სასაფლაოსთან გარდაცვლილი იპოვეს

თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში 32 წლის ვასილ რაზმაძე ერთდღიანი ძებნის შემდეგ სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. 
მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. 
"მშრომელი და წესიერი კაცო იყო, ოჯახი ერთი დღე ეძებდა და გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზაც ჩაუტარდა. ალბათ დადგინდება რა მოხდა", - აცხადებს სოფელ კურდღელაურის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი გურამ ბახურაული.