თბილისსა და ქუთაისში აქცია - „ნუ მაბოლებ!“ გაიმართება

თბილისსა და ქუთაისში აქცია - „ნუ მაბოლებ!“ გაიმართება

თბილისსა და ქუთაისში დღეს, თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, “თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ აქციას - „ნუ მაბოლებ!“ გამართავს. 
როგორც ”ინტერპრესნიუსს” “თამბაქოს კონტროლის ალიანსიდან“ აცნობეს, თბილისში საპროტესტო გამოსვლა 12:00 საათზე, პარლამენტის შენობის უკანა მხარეს არსებულ შესასვლელთან დაიწყება, სადაც გაიმართება ე.წ. „სიკვდილის ტაბლოს“ პრეზენტაცია. პარლამენტის შენობიდან მომიტინგეები მთავრობის კანცელარიისა და ეკონომიკის სამინისტროს შენობებთან გადაინაცვლებენ.
ქუთაისში აქცია პარლამენტის შენობის წინ 14:00 საათზე გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ”თამბაქოს კონტროლის ალიანსი”, მათი მხარდამჭერები და ქუთაისელი სტუდენტები.