თეთრ სახლში განგაშის გამოცხადება საეჭვო პაკეტის პოვნას უკავშირდება

თეთრ სახლში განგაშის გამოცხადება საეჭვო პაკეტის პოვნას უკავშირდება

თეთრი სახლის ჩრდილოეთ ნაწილში დღეს უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს, რაც საეჭვო პაკეტის პოვნას უკავშირდება. „როიტერი“ ამის შესახებ საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ცნობით, ნაწილობრივი ბლოკირება ხსოვნის დღესთან დაკავშირებულ დღესასწაულზე მოხდა, რომლის დროსაც პრეზიდენტი თეთრ სახლში იმყოფებოდა.
ჟურნალისტებს ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან შენობის დატოვება აუკრძალეს. სიახლოვეს ჩანდა საავარიო-სამაშველო სამსახურების ავტომანქანები. საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, საშიში მასალის შემოწმება ჩატარდა. სხვა დეტალები უცნობია.