"სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში ეროვნული თანხმობა, უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი ფრაზაა'

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი რომან კაკულია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილის შეფასებისას სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს.

„ქართული ოცნების“ ახალი სახე იმედოვნებს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა აღნიშნულ საკითხს ყურადღებას მიაქცევს.

„სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში ეროვნული თანხმობა, უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი ფრაზაა, რომელიც, ალბათ შემდგომში კიდევ უფრო გაღრმავდება. ის, ვინც ამ მოწოდებას, პრინციპში, არ შეუერთდება, ცხადია, დიდი ეჭვები გაჩნდება იმასთან მიმართებაში, თუ რამდენად მოტივირებულები არიან ეს ადამინები ზოგადად ამ ქვეყნის კეთილდღეობაზე“,-განმარტა მან. რომან კაკულიას თქმითვე, ძალიან მნიშვნელოვანია ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება, მაგალითად, ქართული ეკლესიის, ეროვნული ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ. პოლიტიკური საბჭოს წევრისთვის ღია წერილიდან კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გზავნილი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს. როგორც რომან კაკულიამ აღნიშნა, მხოლოდ ეკონომიკურად განვითარებული და ღირსეული იდეოლოგიის მატარებელი ქვეყანა შესაძლოა გახდეს მიმზიდველი ერთიანი საქართველოსათვის. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წერილი, არ ტოვებს შეკითხვებს და ვისაც გაგება და დანხვა სურს, ყველა ძირითად საკითხთან დაკავშირებით არის მკაფიო გზავნილი. „ძალიან მნიშვნელოვანია ეს წერილი პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის იმ ადამიანისგან, რომელმაც ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინა ქართულ პოლიტიკაში. ტოტალიტარული ქვეყნიდან, პრინციპში, გადაიყვანა ქვეყანა დემოკრატიული მშენებლობისაკენ. მეორე, ცხადია, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში შევდივართ, მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელვანია მმართველ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებული ასეთი მნიშვნელობის ადამიანის დამოკიდებულება იმ ძირითად გამოწვევებთან და იმ ძირითად საკითხებვთან მიმართებაში, რაზედაც იქნება კონცენტრირებული ყველა პოლიიტკური ძალა“,-დასძინა რომან კაკულიამ.