„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის რომან გოცირიძის შეფასებით, ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში მოყვანილი ეკონომიკური ციფრები დამახინჯებულია.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” აცნობეს, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მოხსენება მთლიანად აცდენილია რეალობას.
„ეს მოხსენება მთლიანად აცდენილია რეალობას. მრავალი დამახინჯებებია სტატისტიკურ ციფრებში. არ არის სწორი მშპ-სთან მიმართებაში. იგივე ეკონომიკური კრიზისის მაჩვენებლები, ვალუტასთან დაკავშირებული რიცხვები და ა.შ. და მეორე მხრივ, იგი არ ასახავს დღევანდელ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას, რომლამდეც ამ ოთხი წლის მანძილზე ქვეყანა და მთელი მოსახლეობა მიიყვანა. ამიტომ, ამას შეიძლება უფრო მეტად ვუწოდოთ ილუზიები. სურვილები, რომელიც არ განხორციელდა. გოგა ხაინდრავას ფილმის სათაურს თუ დავესესხებით, ეს არის „ოცნებების სასაფლაო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
აღნიშნულ კომენტარს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.