გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლის შემთხვევაში გიბრალტარი ესპანეთის შემადგენლობაში შესვლის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლის შემთხვევაში გიბრალტარი ესპანეთის შემადგენლობაში შესვლის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლის შემთხვევაში გიბრალტარი ესპანეთის შემადგენლობაში შესვლის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. აღნიშნულ ინფორმაციას „დოიჩე ველე ავრცელებს“.

გამოცემის თანახმად, გიბრალტარის პრემიერ-მინისტრი ფაბიან პიკარდო შიშობს, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში ესპანეთი საკუთარ საზღვარს ჩაკეტავს. პიკარდოს განმარტებით, განცხადება საზღვრის ჩაკეტვის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე- მანუელ გარსია-მარგალომ უკვე გააკეთა. 

გიბრალტარის პრემიერ-მინისტრის თქმით, მოსახლეობა ერთიან ბაზართან წვდომისა და თავისუფალი გადაადგილების შენარჩუნების მომხრეა, შესაბამისად, გიბრალტარის ხელისუფლების წარმომადგენლები ესპანეთის შემადგენლობაში შესვლის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ. 

გიბრალტარის 23 ათასი მოქალაქე ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვალსთან დაკავშირებით დაგეგმილ რეფერენდუმში მონაწილეობას მიიღებს. ხმის მიცემის პროცესი 23 ივნისს დაიწყება. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით ,10-დან 9 ადამიანი ბრიტანეთის ევროკავშირიში დარჩენას მხარს უჭერს.