ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ახალი სახელმწიფოს შენება დავიწყოთ -”სახელმწიფო ხალხისთვის”

ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ახალი სახელმწიფოს შენება დავიწყოთ -”სახელმწიფო ხალხისთვის”

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ახალი სახელმწიფოს შენება დავიწყოთ, ”სახელმწიფო ხალხისთვის,” - ამის შესახებ მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის“ ყრილობაზე მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა ლაგაზიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან დამსწრე საზოგადოებას რწმენისთვის, თანადგომისთვის, ერთიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ახალი სახელმწიფოს შენება დავიწყოთ, „სახელწიფო ხალხისთვის“. ჩვენ გვაქვს სამართლიანი და წარმატებული საქართველოს ხედვა. ჩვენ შევქმნით შესაძლებლობებს ახალი თაობისთვის, დავიცავთ უფროს თაობას და ვიბრძოლებთ სიღატაკის დასამარცხებლად“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, აქამდე ბევრი რამ გაკეთდა, დაიგო გზები, გალამაზდა ბათუმი, თუმცა არ გაკეთდა მთავარი – სახელმწიფო არ იყო ხალხისთვის.

როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, დღეს ხალხი მოდის ხელისუფლებაში, პოლიტიკაში და ამის დასტურია მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ გუნდის წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონიდან. ამის დასტურია მოძრაობის ლიდერი- პაატა ბურჭულაძე, რომელიც ყოველთვის იყო ხალხისთვის და ხალხთან ერთად.

„ამის დასტურია ლიდერი, რომელიც ყოველთვის იყო ხალხისთვის და ხალხთან ერთად და არა იმ პოლიტიკოსებთან ერთად, რომლებიც ქმნიდნენ სახელმწიფოს, მაგრამ არ იყვნენ ხალხისთვის. აგებდნენ გზებს, მაგრამ არ იცოდნენ, რომ ამ გზებზე ჩვენ, ხალხმა უნდა ვიაროთ,“ - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ და დასძინა- „დიახ, ჩვენ უნდა ვიაროთ ამ გზებზე, ახალ გზებზე, რომლებსაც ჩვენ თავად დავაგებთ“.

მისივე თქმით, ქართველები ყველაზე საამაყო და ძირძველი ევროპელები ვართ.

„ჩვენ ვიცხოვრებთ წარმატებულ და მდიდარ საქართველოში, რომლის პატრონებიც ჩვენ თავად ვიქნებით. დავემშვიდობოთ წარსულს და დღეს დავიწყოთ ცხოვრება თავიდან. სწორედ ამ მიზნით დღეს იქმნება ახალი პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, ახალი მოძრაობის გუნდს წარმოადგენს საუკეთესო ადამიანების ერთობა. ლაგაზიძის ინფორმაციით, ახალ მოძრაობაში არის თაობა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს საქართველო, ეს არის დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული პირველი თაობა.