სოსო ალავიძე მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ყრილობას ესწრება

სოსო ალავიძე მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ყრილობას ესწრება

მომწონს ის, რომ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ არის ერისთვის და ქვეყნისთვის გულანთებული ხალხი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის პოლიციის ყოფილმა უფროსმა სოსო ალავიძემ განუცხადა, რომელიც ახალ სპორტის სასახლეში მოძრაობის ყრილობას ესწრება.

როგორც ალავიძემ აღნიშნა, ის ყრილობაზე სტუმრის სტატუსითაა მოწვეული. კითხვაზე, ხომ არ აპირებს მოძრაობა გაწევრიანებას, ალავიძემ აღნიშნა, რომ არ იცის.

„სტუმრად ვარ მოწვეული, რომ არ მომწონდეს, არ ვიქნებოდი აქ. სტუმრის სტატუსით ვარ მოწვეული, არავითარი შემოთავაზება არ ყოფილა. მომწონს ის, რომ აქ არიან ერისთვის და ქვეყნისთვის გულანთებული ხალხი“, - განაცხადა ალავიძემ.